ლევან ყენიას დაბრუნება – ყენიამ “საბურთალოს” “არარატთან” მოაგებინა
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის “საბურთალომ” სომხეთის ჩემპიონ “არმენია არარატს” სტუმრად 1-2 მოუგო და შემდეგი ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
პირველ ტაიმში “საბურთალო” თავის თავს არ ჰგავდა და “არარატი” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. “საბურთალოს” უმეტესად დაცვაში დგომა უწევდა და მიგინეიშვილმა 31-ე წუთზე გოლი გაუშვა. სომხებს ტაიმის ბოლოს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა მიგინეიშვილმა კარგად ითამაშა.
მე-2 ნახევარში ჭიაბრიშვილმა ცენტრფორვარდი მოხსნა და მის ნაცვლად ცენტრალური მცველი მარგველაშვილი შემოიყვანა. თამაში შედარებით თანაბრად მიმდინარეობდა და გადამწყვეტი 71-ე წუთზე ლევან ყენიას შემოსვლა გამოდგა. ყენიამ ჯერ ალთუნაშვილის საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა 72-ე წუთზე, ზუსტად 4 წუთში კი შესანიშნავად წაიღო ბურთი საჯარიმოსკენ და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს ლევანისთვის სადებიუტო მატჩი იყო ჩემპიონის რიგებში.
შეხვედრის ბოლოს სომხებმა შტურმის მოწყობა ვერ შეძლეს და “საბურთალო” საქართველოში უმნიშვნელოვანესი მოგებით დაბრუნდა. განმეორებითი მატჩი 1 კვირაში მიხეილ მესხზე გაიმართება.