დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 7 აგვისტო
“მანჩესტერ იუნაიტედს” ერიქსენი სურს
“ბიბისის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” კრისტიან ერიქსენის გადაბირებას ცდილობს. მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლები ლონდონელებთან მუდმივ კონტაქტზე არიან.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება.
ლუკაკუს “მანჩესტერ იუნაიტედის” მალე დატოვება სურს
რომელუ ლუკაკუს რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს, ეს ყველასათვის ცნობილია.
ბელგიელი ფეხბურთელის შეძენა “იუვენტუსსა” და “ინტერს” სურს. ის ახლა მშობლიურ კლუბ “ანდერლეხტში”, 18-წლამდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ლუკაკუს სურს, რომ “იუნაიტედი” ძალიან მალე დატოვოს.
“მილანმა”, შესაძლოა, სუსო გაყიდოს
ფრანგული “ლიონი” “მილანის” ფეხბურთელით, სუსოთია დაინტერესებული. დიდია შანსი იმისა, რომ “როსონერიმ” ამ ზაფხულში ესპანელი შემტევი გაყიდოს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მილანის” მთავარ მწვრთნელს, მარკო ჯამპაოლოს სუსოს შენარჩუნება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე ფიქრობს.
25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, თუმცა “შავ-წითლები” მზად არიან, ის 35 მილიონად დათმონ.
ჯეკო “მონაკოში”, ფალკაო “რომაში”?
იტალიური მედიის ცნობით, შესაძლოა “მონაკომ” და “რომამ” თავდამსხმელები გაცვალონ. გაცვლის შემთხვევაში, ედინ ჯეკო ფრანგულ კლუბში გადავა, მონაკო კი რომაელთა ღირსებას დაიცავს.
უკვე დიდი ხანია, ჯეკოს “რომადან” წასვლის შესახებ იწერება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
“კრისტალ პალასის” უარი “ევერტონს”
“ევერტონმა” “კრისტალ პალასს” ვილფრიდ ზაჰას სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი და ორი ფეხბურთელი შესთავაზა.
მიუხადავად ასეთი წინადადებისა, “კრისტალ პალასმა” “ევერტონი” უარით გაისტუმრა. Sky Sports-ის ცნობით, მათ ზაჰას სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტზე მეტი სურთ.