ფელის ვისენტე: “ასეთ შედეგს არც ველოდით და არც ვიმსახურებდით”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ფეიენორდთან” განცდილი მარცხის (4:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“მინდა, ვთქვა, რომ ასეთ შედეგს არც ველოდით და არც ვიმსახურებდით. არ გვითამაშია ცუდად მე-80 წუთამდე, ამის შემდეგ იყო მსაჯის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც მინდორზე ათნი დავრჩით. ამის შემდეგ მეორე მატჩისათვის სიტუაცია ნამდვილად გართულდა.
ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, შესაბამისად, ფსიქოლოგიურად ყველა მზად იყო. კარგად ჩანდა მოედანზე, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი, ასე თუ ისე, ნორმალურად მიდიოდა. ჩემი აზრით, მსაჯის გადაწყვეტილება ფეხბურთელის გაძევებასთან დაკავშირებით არასამართლიანი იყო.
შენგელია ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი შეცვლა ტაქტიკური თვალსაზრისით იყო გამოწვეული”, – განაცხადა ფელის ვისენტემ.