საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს
თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა ტურნირის ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალში, შაბათს, 15 საათზე, ჩვენი მეტოქე იქნება საბერძნეთის ნაკრები.
ჩვენს გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად მეტოქის 7 ბურთით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო. შვეიცარიამ ამასწინათ ბაქოში, ევროპის ახალგაზრდოის ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ევროპის 8 უძლიერესი გუნდი თამაშობდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და თბილისის ტურნირის აშკარა ფავორიტია.
ჩვენებმა იბრძოლეს და პირველი ტაიმი 9-17 წააგეს. სხვაობა ბევრად მცირე იქნებოდა, რომ არა შვეიცარიელთა მეკარის, შალერის საოცარი თამაში – მან პირველ 30 წუთში 12 დარტყმა მოიგერია, მათ შორის შვიდი – 6 მეტრიდან.
ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებს ორმა 15 წლის გოგონამ გაუწია ლიდერობა – სამტრედიელმა თამარ ბურკაძემ და ყვარლელმა ანა სურამლიშვილმა. ორივემ 5-5 გოლი გაიტანა, ჟიურიმ კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი, ბურკაძე დაასახელა. მატჩის ბოლოს კარგად ითამაშა ჩვენმა მეორე მეკარემ, ბათუმელმა დიანა ქარჩავამ, რომელმაც 6 დარტყმა მოიგერია.
საბოლოოდ, 18-31. გვაკლდა ორი ლიდერი, ჯგერენაია და ჩხაიძე და რომ არა ჯგერენაიას ტრავმა პირველივე მატჩის დასაწყისში, ლიეტუვის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა სრულიად რეალური იქნებოდა.
ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთს ნახევარფინალში გასასვლელად 6-ბურთიანი მოგება სჭირდებოდა ლიეტუვასთან, მაგრამ 23-34 წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე საქართველოა, მეოთხე ფინეთი, მეხუთე – ლატვია.
ხვალ შეჯიბრებაზე დასვენების დღეა. შაბათს მატჩები 11 საათიდან დაიწყება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის ნახვა რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:
https://www.youtube.com/user/handballgoergia
https://www.facebook.com/GEONHF/
https://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.
თბილისის სპორტის სასახლე, 8 აგვისტო
შვეიცარია – საქართველო 31-18
შვც: შალერი, კეზერი – ალთჰერი 6, ჰაინცერი 4, ჰესი 4, ანენი 3, გვერდერი 3, ბეხტიგერი 3, გოლდმანი 3, კოკერი 2, ლიჩერი 1, შპეერლი 1, იუნდი 1, ბუხერი, შმიდი, ემენეგერი
საქ: ჯიქურაშვილი, კოპალეიშვილი, ქარჩავა – სურამლიშვილი 5, ბურკაძე 5, დვალიშვილი 3, გაგნიძე 2, გოგია 2, ა. ჩხაიძე 1, კორძაია, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე
მსაჯები: პირვუ, პოტირნიკე (რუმ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), ბაუმი (აზე)
B ლიეტუვა – ფინეთი 34-23
A უკრაინა – ფარერები 26-26
A სერბეთი – ბულგარეთი 44-16
B ჯგუფი———-თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
შვეიცარია——-4—4—0—0–143-72—8
ლიეტუვა——–4—3—0—1–109-91—6
საქართველო—-4—2—0—2—84-102–4
ფინეთი———-4—1—0—3—89-126–2
ლატვია———-4—0—0—4—86-120–0
3 აგვ. ლიეტუვა – საქართველო 28-19, შვეიცარია – ლატვია 39-20
4 აგვ. საქართველო – ფინეთი 23-22, ლატვია – ლიეტუვა 18-28
5 აგვ. საქართველო – ლატვია 24-21, ფინეთი – შვეიცარია 15-42
7 აგვ. ფინეთი – ლატვია 29-27, შვეიცარია – ლიეტუვა 31-19
A ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
სერბეთი——–4—4—0—0–131-75—8
უკრაინა———4—2—1—1—95-97—5
ფარერები——-4—1—2—1–112-99—4
საბერძნეთი—–4—1—1—2—93-96—3
ბულგარეთი—-4—0—0—4—86-150–0
3 აგვ. სერბეთი – ფარერები 30-26, უკრაინა – საბერძნეთი 19-18
4 აგვ. ფარერები – ბულგარეთი 37-20, საბერძნეთი – სერბეთი 13-24
5 აგვ. ბულგარეთი – უკრაინა 20-30, ფარერები – საბერძნეთი 23-23
7 აგვ. ბულგარეთი – საბერძნეთი 30-39, უკრაინა – სერბეთი 20-33
10 აგვისტო, ნახევარფინალი
11:00 (9-10 ადგ.) ბულგარეთი – ლატვია
13:00 (5-8) ფარერები – ფინეთი
15:00 (5-8) საქართველო – საბერძნეთი
17:00 (1-4) სერბეთი – ლიტვა
19:00 (1-4) შვეიცარია – უკრაინა
11 აგვისტო, ფინალი
12:00 (7-8)
14:00 (5-6)
16:00 (3-4)
18:00 (1-2)