სტერლინგის ბენეფისი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვესტ ჰემი” გაანადგურა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონში წარმატებით ჩაება ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი”. მანჩესტერული გრანდი გახსნით ტურში “ვესტ ჰემს” ეწვია და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.
შეხვედრის პირველ წუთებში პელეგრინის გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა 25-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსის გოლმა ყველაფერი შეცვალა. “სიტიმ” უპირატესობა” მოიპოვა, რომელიც გოლად 51-ე წუთზე სტერლინგმა გარდასახა გოლად, 75-ე წუთზე კი დუბლიც მიითვალა.
84-ე წუთზე მარეზის აქტიურობით ფაბიანსკის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან კუნ აგუერო მივიდა, რომელსაც დარტყმული პოლონელმა მეკარემ აიღო. თუმცა იმის გამო, რომ რაისი ნაადრევად შევიდა მეტოქის საჯარიმოში, არგენტინელს პენალტი თავიდან შეასრულებინეს – ამჯერად აგუერომ არ ააცილა. საბოლოო ანგარიში თამაშის 92-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა დააფიქსირა – 0:5.
ასე რომ, “სიტიმ” “ლივერპულის” მსგავსად ოთხი გოლი გაიტანა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი შინ “ტოტენჰემს” მიიღებს, “ვესტ ჰემი” კი “ბრაიტონს” ეწვევა.