ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” მოგება გაიხსენა, “ლოკომ” ბოლო წუთზე მოიგო
ეროვნული ლიგის 23-ე ტური გორის “დილა” – “ლოკომოტივის” დაპირისპირებით გაიხსნა. “დილა” 4 ახალწვეულით გამოვიდა “ლოკოს” წინააღმდეგ და 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა, შეყილაძემ და ჯიქიამ შექმნეს. ჯიქიამ 90-ე წუთზე შეაგდო და 3 ქულა მოუტანა გუნდს. რკინიგზელებმა ამ გამარჯვებით ქუთაისის “ტორპედოს” 1 ქულით გადაასწრეს.
მე-2 მატჩში სრულ აგონიაში მყოფ “ვიტ ჯორჯიას” “დინამო ბათუმმა” 0-3 მოუგო. სადებიუტო გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა. 15 წუთში ლადო დვალიშვილმაც სადებიუტო შეაგდო, საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა. ამ გამარჯვებით “დინამომ” მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, “ვიტ ჯორჯია” კვლავ უიმედო აუტსაიდერია.
დღეს 17:30 წუთზე ორი მატჩი გაიმართება. “ტორპედო” – “რუსთავი”, “ჩიხურა” და “სიონი”.
დილა 0-1 ლოკომოტივი
გოლი: ჯიქია 90
დილა: ჩოჩიშვილი – ჩადუნელი, რაზმაძე, სანტოსი – ა.სანტოსი, ნონდი (ლემპტი 90), ნონიკაშვილი (პაიმი 90), გიორბელიძე, წიქარიძე (გოშთელიანი 67) – ფორტესი, რიდი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
ლოკომოტივი: ბულისკერია – კომახიძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა – ძებნიაური, შონია – მახარობლიძე (შეყილაძე 88), სამურკასოვი, კირკიტაძე (გოროზია 78) – სიხარულიძე (ჯიქია 84)
ვიტ ჯორჯია 0-3 დინამო ბათუმი
გოლები: ჯიღაური 10, დვალიშვილი 27, გაფრინდაშვილი 82
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – კიკალიშვილი (ნაჭყებია 73), ჩიტიშვილი (ავლოხაშვილი 76), სეხნიაშვილი, ქისიევი, მუზაშვილი – ჯანელიძე, ვარძელაშვილი, ნანობაშვილი – ზარიძე (ხუციანიძე 55) – მუსელიანი
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
დინამო: ალავიძე – ნავალოვსკი, გაგოშიძე, ადამაძე, გეგეჭკორი – მანჯგალაძე, მამუჩაშვილი – თევდორაძე, რამოსი (გაფრინდაშვილი 68), ჯიღაური (ტეიდი 80) – დვალიშვილი (ილურიძე 89)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე