ეროვნული ლიგა – დრამატული ფინიში საჩხერეში, “რუსთავმა” “ტორპედოს” მოუგო
ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახავი გამოდგა. ქუთაისის “ტორპედომ” “რუსთავი” მიიღო და 0-1 დამარცხდა. ჩხეტიანის გუნდი პრაქტიკულად კვლავ გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და შეთამაშების პრობლემა აშკარად ჰქონდათ. “რუსთავი” უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე კაპიტანმა, ლუკა სილაგაძემ გაიტანა. “ტორპედოს” ახალწვეულებს ჰქონდათ 2 საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გაიტანეს. “რუსთავმა” 3 ქულა აიღო და “ვიტ ჯორჯიას” 10 ქულით დაშორდა.
მე-2 შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” და ბოლნისის “სიონმა” ბოლომდე იომეს და ფრეს დასჯერდნენ. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან გიორგი კორიფაძემ გახსნა, მე-2 ტაიმის დასაწყისში კი მალევე კახაბრიშვილმა გაათანაბრა. ზუსტად 5 წუთში ბესო დეკანოიძემ ძლიერი დარტყმით “ჩიხურა” კვლავ წინ გაიყვანა და 91-ე წუთამდე, “ჩიხურა” “სიონის” შეტევებს უმკლავდებოდა. 91-ე წუთზე ტატანაშვილის წაქცევისთვის მსაჯი პენალტის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ თანამსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ტატანაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა. “სიონმა” მაინც მოახერხა გათანაბრება. 94-ე წუთზე უგულავამ მცველების შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა. 1 წუთში ზურაბ ჯაფიაშვილიც გააძევეს და შეხვედრა 2-2 დასრულდა.
“ჩიხურას” 28 ქულა აქვს, “დილას” 26, “სიონს” 26, “რუსთავს” კი 25. “ტორპედო” 34 ქულით მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. ცხრილს “დინამო თბილისი” ლიდერობს, მას კი “დინამო ბათუმი” და “საბურთალო” მოსდევენ.
შემდეგი ტური 16 აგვისტოს დაიწყება.
ტორპედო 0-1 რუსთავი
გოლი: სილაგაძე 61
ტორპედო: კვასხვაძე – ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ნადარაია (ცეცხლაძე 46), ნებიერიძე – მოსიაშვილი (კიკნაძე 65), ფონიავა – ჩუკურა, ციცქიშვილი (იონანიძე 31), დოლიძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ნოზაძე, ბუგულოვი, ლაცაბიძე – ვასაძე, სილაგაძე, სიჭინავა (ძალამიძე 70) ქოჩლაძე, იმნაძე (ლეჟავა 87) – ქავთარაძე (თევზაძე 79)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ჩიხურა 2-2 სიონი
გოლები: კორიფაძე 29, დეკანოიძე 53 – კახაბრიშვილი 48, უგულავა 94
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (კამლაძე 81), მამასახლისი, ჩიკვაიძე – ჩიხლაძე (მარკოზაშვილი 66), ჩიტეიშვილი, სარდალიშვილი, ლექვთაძე – დეკანოიძე, ფანცულაია (მეგრელიშვილი 70)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სიონი: გოშაძე – სუხიაშვილი, უგრეხელიძე, ჯაფიაშვილი, ჩაჩუა – ცაცკრიალაშვილი, ხმალაძე – ივანიშვილი (ტვილდიანი 71), გვარაძე (უგულავა 59), თარგამაძე (კახაბრიშვილი 46) – ტატანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
წითელი ბარათი: ჯაფიაშვილი 95