კახა ჩხეტიანი: “ქუთაისელ გულშემატკივარს არაერთ გამარჯვებას ვაჩუქებთ”
ქუთაისის “ტორეპდოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “რუსთავთან” 0-1 წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კახა ჩხეტიანი: “ერთადერთი, ვისი ბრალიცაა დღევანდელი მარცხი, მე ვარ. უკლებლივ ყველა ფეხბურთელს, ვინც გუნდშია, დიდ მადლობას ვუხდი ბრძოლისა და შრომისთვის. გავაანალიზებთ შეცდომებს და მომდევნო მატჩისთვის უკეთ მოვემზადებით.
რაც იყო, იყო… ის უკვე ისტორიაა! ახლა “ტორპედოს” ახალი გუნდი ჰყავს და ამ გუნდსაც ექნება თავისი მიზანი. “ტორპედო” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ასე იქნება ახლაც. დღევანდელი მარცხი არ ნიშნავს, რომ რამეზე ხელი ჩავიქნიეთ…
ფეხბურთელები ბევრს შრომობენ და დარწმუნებული ვარ, ქუთაისელ გულშემატკივარს არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ!”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
“ტორპედო” სეზონის შუა ნაწილში 15-მა ფეხბურთელმა დატოვა და 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.