ბიჭუნა, რომელიც მოჰამედ სალაჰს მისდევდა, განათების ბოძს შეეჯახა (ფოტო)
“ლივერპულის” რიგებში ჩატარებული ბრწყინვალე თამაშების შემდეგ გუნდის ეგვიპტელ ლიდერ მოჰამედ სალაჰს არაერთი ფანი გაუჩნდა ინგლისში. გუშინ სალაჰის პატარა ფანს საინტერესო რამ შეემთხვა.
11 წლის ლუის ფოულერი თავის 10 წლის ძმასთან, ისააკთან, ერთად “მელვუდის” გარეთ ელოდებოდა თავის კუმირს. მაშინ, როდესაც ლუისი სახლში მიმავალი მოჰამედ სალაჰის მანქანას გაეკიდა ხელის ქნევით, უეცრად განათების ბოძს შეეჯახა.
პატარა ბიჭუნამ ცხვირი გაიტეხა, რამაც გულის წასვლა გამოიწვია. მეზობლებმა ბიჭები სახლში წაიყვანას, სადაც მათმა მამინაცვალმა სასწრაფო დახმარებას მიმართა.
მანამ კი, სალაჰმა, რომელმაც ეს ინციდენტი შეამჩნია, თავისი “ბენტლი” შემოაბრუნა და ლუისთან მივიდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი ორივე ფანს ჩაეხუტა და მათთან ფოტოებიც გადაიღო.
“მადლობა ჩემ ბიჭებთან დაბრუნებისთვის მას შემდეგ რაც ლუისს გული წაუვიდა, როდესაც შენ ხელს გიქნევდა. მას იმდენად უყვარხარ, რომ ტკივილმა მაშინვე გაუარა, როგორც კი ჩაეხუტე. მისი თქმით ცხვირის გატეხვა ამად ნამდვილად ღირდა. შენ საუკეთესო ადამიანი და ნამდვილი ჯენტლმენი ხარ!” – ვკითხულობთ ძმების მამინაცვლის პოსტში.