ასპილიკუეტა: “გვინდა, მძიმე მარცხის შემდეგ სიტუაცია გამოვასწოროთ”
ლონდონის “ჩელსის” მცველმა, სეზარ ასპილიკუეტამ უეფას სუპერთასზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“გასულ კვირას მძიმე მარცხი ვიწვნიეთ. პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, შანსები გვქონდა, მაგრამ დავმარცხდით. გვინდა, რომ ამ მძიმე მარცხის შემდეგ სიტუაცია გამოვასწოროთ. “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირველ ტაიმში ბევრი დადებითი რამ გამოვაჩინეთ. შეცდომები დავუშვით, რისი გამოსწორებაც შეიძლება. ხვალ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ.
ეს ევროპული ტიტულია. ბევრს არ ეძლევა შანსი, რომ ასეთი დონის მატჩში ითამაშოს. ჩვენ ევროპაში ტიტულების მოგება გვესაჭიროება. იმედი მაქვს, ამ წელს მნიშვნელოვან ტიტულს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, ხვალ გავიმარჯვებთ. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ხვალ ბუნებრივად უნდა ვითამაშოთ”, – განაცხადა ასპილიკუეტამ.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპული”-“ჩელსის” დაპირისპირება 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად სტამბოლიდან, Fanebi.Com