ფრენკ ლამპარდი ჟოზე მოურინიოს კრიტიკას გამოეხმაურა
ფრენკ ლამპარდის პრემიერ ლიგური დებიუტი კრახით დასრულდა – ლონდონის “ჩელსი” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” განადგურდა (4:0). მატჩის შემდეგ “პენსიონერთა” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ფრენკ ლამპარდი სასტარტო თერთმეტეულისთვის გააკრიტიკა.
“რამდენადაც გავიგე, მას მეისონ მაუნტის პერფრომანსი არ მოეწონა? ასე არ არის? ასე თქვა? ვაუ, ძალიან მიკვირს.
არ ვიცი, ნამდვილად არ შემიძლია,რომ ფეხბურთელები სამედიცინო ოთახიდან იძულებით გამოვიყვანო და თამაში დავაძალო იმის მიუხედავად, არიან თუ არა მზად ამისთვის.
ფაქტია, რომ 45-60 წუთის მანძილზე ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. თუმცა ინდივიდუალურმა შეცდომებმა ეს შედეგი განაპირობა. სწორედ ეს არის ჩვენი მწარე რეალობა.
არ ვაპირებ იმაზე დარდს თუ რას ამბობს სხვა ჩემზე, იქნება ეს ბრძენი წამყვანი თუ სხვა ვინმე. მათი მოვალეობა ლაპარაკია. ბოლო მომენტში უფრო ზუსტები რომ ვყოფილიყავით, 2-1 ან 3-1 იქნებოდა ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ,” – აცხადებს ლამპარდი.