სად იმყოფება ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფორვარდი უილფრიდ ბონი?
“მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავდამსხმელი, უილფრიდ ბონი, რომელიც ყველამ მიივიწყა, ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ნებისმიერ კლუბს შეუძლია მისის უფასოდ გადაბირება.
კოტ-დიუვარის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 30 წელი, ამჟამად უელსურ კლუბ “ნიუპორტთან” ერთად ვარჯიშობს, რომელიც ინგლისის მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.
ბონისთვის ბოლო კლუბი “ალ-არაბი” გახლდათ, სადაც მან იჯარის წესით ითამაშა. უილფრიდს ასევე ნათამაშები აქვს “სუონსის”, “სტოკ სიტის”, “ვიტესისა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ ბონის ტრანსფერში “სუონსის” 28 მილიონი ფუნტი გადაუხადა.