16-წლამდელები განვითარების თასზე ითამაშებენ
18-22 აგვისტოს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უეფას განვითარების ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ოთხთა ტურნირს ლიეტუვა მასპინძლობს.
მთავარი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი გუნდს 16 აგვისტოს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრებს.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი:
18.08 | 11:00 საქართველო – მოლდოვა
20.08 | 14:00 ბოსნია-ჰერცოგოვინა – საქართველო
22.08 | 10:00 ლიეტუვა – საქართველო
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ლიეტუვაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:
მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო თბ), პაპუნა ბერუაშვილი(დინამო თბ);
მცველები: გიორგი პირტახია (სფფ აკადემია), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბ), ნიკა გრიგალაშვილი (სფფ აკადემია), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო თბ), ალექსანდრე გაფრინდაშვილი (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ლუკა ჯანაშია (დინამო თბ), საბა გეგიაძე (დინამო თბ), ჭაბუკი ლაბაძე (სფფ აკადემია), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბ), თემურ ნოზაძე (სფფ აკადემია), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია), ლუკა ოჩიგავა (სფფ აკადემია), დავით შიოლაშვილი (დინამო თბ), ლუკა მამულაშვილი (საბურთალო), ომარ თოდუა (დინამო თბ);
თავდასხმელები: ლუკა წულუკიძე (სფფ აკადემია), გიორგი გოჩიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი ხაბულიანი (საბურთალო).
სფფ-ის პრესსამსახური