დონი ვან დე ბეკი: “რეალი” ფანტასტიკურია, თუმცა, შესაძლოა, “აიაქსში” დავრჩე”
ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმაატებით დაძლია, რაშიც უდიდესი წვლილი დონი ვან დე ბეკს მიუძღვის. “პაოკის” დამარცხების შემდეგ (5-4) ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“რეალი” ფანტასტიკური კლუბია, თუმცა “აიაქსიც” ასეთივეა. ამიტომაც საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. საკმაოდ დიდი შანსია, რომ ამსტერდამში დავრჩეთ, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი.
სიმართლე გითხრათ, ეს სპეკულაციები უკვე ყელში ამომივიდა და მინდა ყველაფერი მალე გაირკვეს,” – აცხადებს ვან დე ბეკი, რომელმაც მსოფლიო გრანდების ყურადღება გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობით მიიპყრო.