“ლივერპულმა” გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეორე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” გასვლაზე რალფ ჰაზენჰუტლის “საუთჰემპტონს” შეერკინა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთებამდე უცნობი გახლდათ.
მატჩი გარდამავალი უპიარტესობით წარიმართა. შეხვედრის ანგარიში პირველი დაიმის დამატებით დროში გაიხსნა, როდესაც ჯეიმს მილნერის პასი გოლად სადიო მანემ გარდაქმნა და უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მოუპოვა საკუთარ გუნდს.
გაშვებული გოლის შემდეგ უფრო მონდომებით ათამაშდნენ “წმინდანები”, თუმცა გოლი კვლავ მიიღეს – ამჯერად მანემ გაუკეთა საგოლე გადაცემა რობერტო ფირმინოს. შეხვედრის დარჩენილი ნაწილი “საუთჰემპტონის” კარნახით მიმდინარეობდა და მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. დენი ინგსმა 83-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა – 1:2.
ასე რომ დიდ ბრძოლაში “ლივერპულმა” მაინც შეძლო სამი ქულის მოპოვება და ამ დროისთვის პირველ პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში. მომდევნო ტურში “ლივერპული” შინ “არსენალს” დაუპირისპირდება, “სოტონი” კი “ბრაიტონს” ეწვევა.