ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმა” თავი დააღწია
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და ჯაბა ჯიღაურის დუბლით დაამარცხა. ჯიღაურმა 10 წუთიან მონაკვეთში ორჯერ შეაგდო და საჩხერლები საბოლოოდ გატეხა. “დინამო” დროებით გალიდერდა ცხრილში, “ჩიხურა” გასავარდნ ზონას უახლოვდება.
“რუსთავისა” და “სიონის” დერბი ყოველთვის სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო სანახავია. ამჯერადაც, უამრავი საკამათო ეპიზოდი, წითელი ბარათი და პენალტი ვიხილეთ. “რუსთავმა” 2-1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში დიდი ხნის შემდეგ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, სადაც გუნდს გავარდნა არ ემუქრება. “სიონი”, თავის მხრივ, 26 ქულით მე-9 პოზიციაზე ჩამოქვეითდა და ფაქტია, ცვლილებებია საჭირო.
24-ე ტური 20 აგვისტოსს “დინამო თბილისისა” და “ტორპედოს” შეხვედრით განახლდება. 20:00 საათზე “საბურთალო” და “დილა” ითამაშებენ.
დინამო ბათუმი 2-0 ჩიხურა
გოლები: ჯიღაური 59/68
ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – თევდორაძე (ფლამარიონი 55), მამუჩაშვილი – რამოსი (გაფრინდაშვილი 75), ჯიღაური (ტეიდი 66), მანჯგალაძე – დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (კამლაძე 67), კაშია, ჩიკვაიძე – მარკოზაშვილი, ჩიტეიშვილი (ფანცულაია 65) – ლექვთაძე, ჩიხლაძე, სარდალიშვილი – დეკანოიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
რუსთავი 2-1 სიონი
გოლები: ქავთარაძე 36, სიჭინავა 80 (პ) – ტატანაშვილი 34
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, ნოზაძე, ბუგულოვი, ლაცაბიძე – ვასაძე (სიჭინავა 75), გუჯაბიძე – იმნაძე, ქოჩლაძე (ძალამიძე 54), სილაგაძე – ქავთარაძე (თევზაძე 87)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
სიონი: გოშაძე – ჩაჩუა, აფაქიძე, უგრეხელიძე, სუხიაშვილი – ხმალაძე, ცაცკრიალაშვილი – უგულავა (გვარაძე 59), ივანიშვილი (თარგამაძე 77), კახაბრიშვილი (ისიანი 78) – ტატანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
წითელი ბარათი: გოშაძე 76