დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო
იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება
მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაშვება სურს.
იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, არგენტინელი თავდამსხმელი მალე “ნაპოლიში” ვიხილოთ. ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის იკარდის დამატება ძალიან უნდა.
ბაკაიკო ისევ ლიგა 1-ში?
the Express-ის ცნობით, ფრანგული კლუბები კლუბები – “მონაკო” და პსჟ ტიემუე ბაკაიოკოს დამატებაზე ფიქრობენ.
როგორც იცით, ფრანგი ნახევარმცველი ახლა “ჩელსის” საკუთრებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ლიგა 1-ში დაბრუნება სურს.
ერიქსენმა კონტრაქტის გახანგძლივებაზე უარი თქვა
“მირორის” ცნობით, ცოტა ხნის წინ “ტოტენჰემმა” კრისტიან ერიქსენს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ დანიელმა ნახევარმცველმა კლუბის წინადადებაზე უარი თქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერიქსენს კლუბის შეცვლა სურს. მისით “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” ინტერესდებიან.
კავანი MLS-ში?
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ედინსონ კავანი 2019-2020 წლების სეზონის ბოლოს “პარი სენ-ჟერმენს” დატოვებს და MLS-ის კლუბ “ინტერ მაიამიში” გადავა.
როგორც ირკვევა, ურუგვაელმა თავდამსხმელმა “ინტერ მაიამისთან” 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
სანჩესი “ინტერში”, იჯარით
დიდი ალბათობით, მალე ალექსის სანჩესი “ინტერში” გადავა. ჩილელი შემტევი მილანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო მისი ხელფასის ნახევარს “მანჩესტერ იუნაიტედი” გადაიხდის.