გრუიჩი: “ფილიპე კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”
“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს 18-თვიან პატიმრობას ბოლო მიუნხენის “ბაიერნმა” მოუღო. ბრაზილიელი ვარსკვლავის ბავარიაში გადაბარგებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, მარკო გრუიჩი, გამოეხმაურა.
“ეს ტრანსფერი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ იმ კლუბისთვის, სადაც ის ითამაშებს, არამედ სრულად ბუნდესლიგისთვის. გერმანიაში ხალხს კოუტინიოს თამაშის ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.
ფილი განსაკუთრებული და ამაღელვებელი ფეხბურთელია. მას გიჟური რაღაცების გაკეთება შეუძლია, მის არსენალში დაუჯერებელი ფინტებია. მასთან ერთად გამართულ თითოეულ ვარჯიშზე ბევრს ვსწავლობდი.
დარწმუნებული ვარ, რომ კოუტინიო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება,” – აცხადებს გრუიჩი.
შეგახსენებთ, რომ “რეკორდმაისტერმა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 120 მილიონი ევრო დახარჯა და ზუსტად ამ ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ, თუ ერთი წლის შემდეგ კოუტინიოს გამოსყიდვა მოუნდებათ.