ეროვნული ლიგა – ქართული ელ-კლასიკო “დინამომ” მოიგო
ეროვნული ლიგის 24-ე ტური წყალტუბოში ქართული ელ-კლასიკოთი განახლდა. ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და ლევან კუტალიას ერთადერთი გოლით 0-1 დამარცხდა. ქუთათურები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ პერალესის კარის აღება ვერ მოახერხეს და გამარჯვება “დინამოს” დარჩა.
“დინამო” ეროვნულ ლიგას კვლავ სათავეში ჩაუდგა 47 ქულით და ზედიზედ მე-9 მატჩში იმარჯვა. “ტორპედომ” ბოლო 3 შეხვედრა დათმო და მე-5 პოზიციაზეა.
20:00 საათზე ტურის დასკვნითი თამაში მიხეილ მესხზე, “საბურთალოსა” და “დილას” შორის ჩატარდება.
ტორპედო 0-1 დინამო
გოლი: კუტალია 29
ტორპედო: კვასხვაძე – მაჩაიძე (იონანიძე 83), ხურცილავა, ჭიჭინაძე – ტაბატაძე, ფონიავა, ცეცხლაძე (მოსიაშვილი 69), ჩუკურა – დოლიძე (ჩოგაძე 70), ციცქიშვილი – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
დინამო: პერალესი – იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ქიმაძე – ნინუა (შიშკა 79) პაპავა – ქავთარაძე (ქარდავა 60), კუხიანიძე (შულაია 53), შენგელია – კუტალია
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე