“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპარეზობის შემდგომ პირველი მატჩი გამართა ჩემპიონატში და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მოედანზე საუკეთესოები – რეხვიაშვილი, ცნობილაძე და ალთუნაშვილი იყვნენ. “დილაში” მხოლოდ გიორგი ჩოჩიშვილს თუ გამოვარჩევდით, მიუხედავად, 3 გაშვებული გოლისა.
“საბურთალოს” 43 ქულა დაუგროვდა და საქართველოში 14 ივნისის შემდეგ პირველად იმარჯვა. “დილა” 26 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება. მომდევნო ტური 23 აგვისტოს დაიწყება.
საბურთალო 3-0 დილა
გოლები: რეხვიაშვილი 23, გაბედავა 55, სანტოსი 85
საბურთალო: კუპატაძე – სანდოხაძე (ტაბატაძე 74) კაკუბავა, რეხვიაშვილი – ჩაბრაძე, ტერა (გი 65), ცნობილაძე, გორგიაშვილი (ყენია 60) – ალთუნაშვილი – როლოვიჩი, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დილა: ჩოჩიშვილი – ჩადუნელი, რაზმაძე, სანტოსი – კერელეიშვილი (სპანდერაშვილი 54), კუცია, ნონდი, სანტოსი – ნონიკაშვილი (პაიმი 60), რიდი, ფორტესი (გაგნიძე 80)
მთავარი მწვრთნელი: გია ნემსაძე