სალაჰი ვიდეორეფერიზე: “მე ეს არ მომწონს”
“ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ვიდეორეფერის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ეს ინოვაცია არ მოსწონს.
“მე ვიდეორეფერი არ მომწონს… ჩემი პასუხი ყოველთვის ასეთია. ფეხბურთი ისეთი მიყვარს, როგორიც იყო. შეიძლება, მსაჯებმა შეცდომა დაუშვან, ფეხბურთელები კი ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულებიც იყვნენ… როგორი ეფექტი ექნება ვიდეორეფერის? უფრო მეტ პენალტს ვიხილავთ”, – განაცხადა ეგვიპტელმა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეორეფერის გამოყენება ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონიდან დაიწყეს.