რომან დოლიძე ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
შერეული ორთაბრძოლების ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩნდა, რის გამოც მან UFC-ში ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
აშშ-ის ეროვნულმა ანტი-დოპინგურმა სააგენტომ ქართველ სპორტსმენს ტესტი ხუთი თვის წინ ჩაუტარა, პასუხები კი 23 აგვისტოს გახდა ცნობილი.
“USADA (ანტი-დოპინგური სააგენტო) აცხადებს, რომ რომან დოლიძე ანტი-დოპინგური ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ ერთწლიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა. 31 წლის დოლიძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა კლომუფინსა და მეტაბოლით M1 და M2-ზე, დეჰიდროქლორმეტილტესტოსტერონსა და M3-ზე.
დოლიძემ მალევე წარმოადგინა დეტალური მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის აკრძალულ ნივთიერებებს UFC-ში გადასვლამდე იღებდა. სპეციფიურ დეტალებზე დაყრდნობით, დოლიძემ შემცირებული დისკვალიფიკაცია მიიღო”, – ვითხულობთ ანტი-დოპინგური სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
დოლიძის დისკვალიფიკაციის ათვლა 2019 წლის 12 მარტიდან დაიწყო და შესაბამისად 2020 წლის 12 მარტს დასრულდება.
31 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-სთან კონტრაქტი 2019 წლის იანვარში გააფორმა. მას ამ ორგანიზაციაში პირველი ბრძოლა აპრილში უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მაშინ მან რუსეთის ვიზა ვერ მიიღო.
Roman Dolidze has accepted a one year suspension after being flagged by USADA.
Details: pic.twitter.com/XkxJiahr3p
— Aaron Bronsteter (@aaronbronsteter) August 23, 2019