WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (406811) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “კრისტალ პალასთან” დამარცხდა (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 25, 2019

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საშინაო კედლებში საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი “კრისტალ პალასი” მიიღო. “ვულვზთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “წითელმა ეშმაკუნებმა” კიდევ ერთი კრახი განიცადეს.

შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ოლე გუნარ სულშერის ბიჭები ამ უპირატესობის გოლად გარდაქმნაში კვლავ მოიკოჭლებდნენ. პირველი ტაიმი ლინდელოფის შეცდომის შედეგად ანდრე აიუს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაგვირგვინდა.

მატჩის მეორე ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედი” ზეწოლას დრო და დრო აძლიერებდა მეტოქეზე. 69-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა პენალტი გააფუჭა. 89-ე წუთზე კი “ოცნებების თეატრი” დანიელ ჯეიმსის გოლმა აანთო, თუმცა მასპინძელთა იმედები მალევე ჩაქვრა – ვან ანჰოლტმა გამარჯვების გოლი გაიტანა მეორე დამატებით წუთზე დავიდ დე ხეას კარში.

ასე რომ, სამი ტურის შემდეგ “იუნაიტედსა” და “კრისტალ პალასს” 4-4 ქულა უგროვდებათ. მომდევნო ტურში სულშერის გუნდი “საუთჰემპტონს” ეწვევა, ხოლო “არწივები” “ასტონ ვილას” მიიღებენ.



მსგავსი სიახლეები