დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 აგვისტო
“მილანი” დონარუმას გაყიდვას არ აპირებს
“მილანის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვონიმირ ბობანმა განაცხადა, რომ კლუბი ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას არ გეგმავს.
როგორც იცით, ახალგაზრდა მეკარის შეძენა “პარი სენ-ჟერმენს” სურს. საუბარი იყო იმაზე, რომ დონარუმა პარიზელთა რიგებში მიმდინარე ზაფხულში გადავიდოდა.
დემბელე, შესაძლოა, ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ
“მარკას” ცნობით, შესაძლებელია, უსმან დემბელე ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ. “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენლები საფრანგეთის დედაქალაქში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პარიზული კლუბი “ბარსელონას” ბოლო შეთავაზებით კმაყოფილი არ არის.
რაკიტიჩი “იუვენტუსს” უახლოვდება
Diario Sport-ის ცნობით, დიდი შანსია, მალე ივან რაკიტიჩი “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატ ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება სურს, ხოლო “იუვე” მის დამატებას გეგმავს.
“რომა” “იუვენტუსის” დუეტს უმიზნებს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “რომა” ემრე ჩანითა და მარიო მანჯუკიჩით ინტერესდება.
როგორც ირკვევა, კლუბებმა შესაძლო ტრანსფერებზე უკვე ისაუბრეს და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეთანხმებას მიაღწიონ.