“ბარსელონასა” და “ბეტისის” მონაწილეობით შვიდგოლიანი თრილერი შედგა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტური მოქმედი ჩემპიონის საშინაო არენაზე დაიხურა. “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “რეალ ბეტისი” მიიღო და გულშემატკივრებს ნამდვილი სპექტაკლი შესთავაზა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნაბილ ფეკირის სადებიუტო გოლით დაიწყო (15′), მასპინძლებმა საკუთარ ძალებში ირწმუნეს და ტაიმის მიწურულს დიდ გამარჯვებას ჩაუყარეს საძირკველი – გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ფრანგმა სუპერვარსკვლავმა დუბლის გაფორმება შეძლო. შოკში მყოფმა “ბეტისმა” მოკლე პერიოდში პერესისა და ალბასგანაც მიიღო გოლები (56′, 60′). თავისი გოლი გაიტანა არტურო ვიდალმაც (77′), რასაც ლორენის პრესტიჟის გოლი მოჰყვა (79′).
ლა ლიგა სანტანდერის მესამე ტურში “ბარსელონა” “ოსასუნას” ეწვევა, “რეალ ბეტისი” კი “ლეგანესს” მიიღებს.