ბეგოვიჩი: “ხშირად სტადიონზე სამარცხვინო ატმოსფეროა, ამიტომ შვილები მატჩებზე არ დამყავს”
“ბორნმუთის” მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა განაცხადა, რომ მას შვილები სტადიონზე მატჩების საყურებლად არ დაჰყავს, ამის მიზეზი კი ტრიბუნაზე შექმნილი გარემოა.
“ჩელსის” ყოფილი კარის დარაჯი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, როცა ფანები მსაჯს აგინებენ.
“სპორტის სხვა სახეობებში 50000 ადამიანი მსაჯს არ აგინებს. ფეხბურთი ამით უნიკალური სახეობაა. ფეხბურთში, ათასობით ადამიანი მოდის და ერთი პიროვნების სახელს გაიძახის. ხშირად სტადიონზე სამარცხვინო ატმოსფეროა, ამიტომაც ჩემი შვილები მატჩებზე არ დამყავს. პირადად მე, შეხვედრებს მხოლოდ იმ შემთხვევებში ვესწრები, თუ ჩემ მეგობარს უნდა ვუგულშემატკივრო. ფანებთან ერთად არ ვჯდები. მე ორი შვილი მყავს. სტადიონზე შეკრებილი ფანები ისეთ სიტყვებს იძახიან, რაც არ მინდა ჩემმა შვილებმა მოისმინონ”, – ციტირებს ბეგოვიჩის სიტყვებს Goal.Com.