როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა?
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპი სტარტს სულ მალე აიღებს. უკვე ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად ზემოხსენებულ სტადიაზე ითამაშებენ შემდეგი კლუბებიც: “ცრვენა ზვეზდა”, “დინამო ზაგრები”, “ოლიმპიაკოსი”, “ბრიუგე”, “სლავია პრაღა” და “აიაქსი”.
შესაბამისად, უკვე დაკომპლექტებულიაა კალათებიც და დღეს, ევროპის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00), წილისყრაც შედგება. შეგახსენებთ, რომ ერთ ჯგუფში არ შეიძლება მოხდეს ერთი ასოციაციის ორი კლუბი ან რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები.
კალათა 1: ლივერპული (ინგლისი, მოქმედი ჩემპიონი), ჩელსი (ინგლისი, ევვროპა ლიგის გამარჯვებული) , ბარსელონა (ესპანეთი), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), იუვენტუსი (იტალია), ბაიერნი (გერმანია), პსჟ (საფრანგეთი).
კალათა 2: რეალი (ესპანეთი), ატლეტიკო (ესპანეთი), დორტმუნდის ბორუსია (გერმანია), ნაპოლი (იტალია), შახტარი (უკრაინა), ტოტენჰემი (ინგლისი), აიაქსი (ნიდერლანდები), ბენფიკა (პორტუგალია).
კალათა 3: ლიონი (საფრანგეთი), ლევერკუზენი (გერმანია), ზალცბურგი (ავსტრია), ოლიმპიაკოსი (საბერძნეტი), ბრიუგე (ბელგია), ვალენსია (ესპანეთი), ინტერი (იტალია), ზაგრების დინამო (ხორვატია).
კალათა 4: გენკი (ბელგია), გალათასარაი (თურქეთი), ლაიფციგი (გერმანია), სლავია (ჩეხეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ატალანტა (იტალია), ლილი (საფრანგეთი).