ფატიმ “ოსასუნასთან” გაიბრწყინა, “ბარსელონამ” ქულები მაინც დაკარგა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში “ბარსელონა” ახლადგადმოსულ “ოსასუნას” ეწვია. დიდი დანაკლისის მქონე “ბარსელონას” გმირად 16 წლის ანსუმანე ფატი მოევლინა, თუმცა “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ქულები მაინც დაკარგეს.
ანგარიში მასპინძლებმა სწრაფი გოლით გახსნეს – ლამასის პასი გოლად რობერტო ტორესმა შეხვედრის მე-7 წუთზე აქცია. გაშვებული გოლის შემდეგ ერნესტო ვალვერდეს შეგირდები ტოტალურ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ 45 წუთში ანგარიშის გათაბარება ვერ შეძლეს.
მეორე ტაიმი “ბარსელონელებმა” შედეგიანად დაიწყეს – კარლეს პერესმა ჯერ 16 წლის ფატის გაატანინა სადებიუტო გოლი, შემტეგ კი შეცვლაზე შემოსულ არტურს უპასა. თუმცა ბოლო გოლი “ოსასუნამ” გაიტანა – რობერტო ტორესმა დუბლის გაფორმება პენალტის დახმარებით შეძლო – 2-2.
ასე რომ, სამ-სამი მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” ოთხი ქულა უგროვდება, “ოსასუნას” – 5. ლა ლიგის მომდევნო ტურში “ბარსელონა” საკუთარ კედლებში “ვალენსიას” მიიღებს, ხოლო “ოსასუნა” “ვალიადოლიდს” ეწვევა.