ლორისი: “არსენალთან” მატჩი საუკეთესო შანსია რეაბილიტაციისთვის”
მოახლოებული ჩრდილო ლონდონური დერბის წინ, “ტოტენჰემის” კარის დარაჯმა და კაპიტანმა, ჰუგო ლორისმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდში კარგი განწყობაა.
“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გუნდის თითოეულ წევრს სურს ფორმის დაბრუნება და ეს შეხვედრა საუკეთესო გზაა რეაბილიტაციისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება.
ბუნებრივია, რომ ფანების მხრიდან დიდი მოლოდინებია ამ მატჩის წინ. ჩვენ ყველას გვინდა გამარჯვება და ამისთვის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. საერთაშორისო მატჩების დაწყებამდე ამ სამი ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია,” – აცხადებს ფრანგი მეკარე.
პრემირე ლიგის სამი ტურის შემდეგ “ტოტენჰემს” ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება უგროვდება (4 ქულა), “არსენალის” ანგარიშზე კი ორი მოგება და ერთი მარცხია (6 ქულა).