სქოულზი: “შეგიძლიათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” მომდევნო ორი წლის მანძილზე ჩამოწეროთ”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, პრესასთან საუბრისას თავისი ყოფილი კლუბის არასახარბიელო ასპარეზობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სულშერის გუნდმა პრემიერ ლიგის საწყისი ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვა.
“დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 3-4 სატრანსფერო ფანჯარაა დარჩენილი მანამ, სანამ “მანჩესტერ იუნაიტედი” თავის კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს.
“იუნაიტედი” “იუნაიტედია”. შეგიძლიათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” მომდევნო ორი წლის მანძილზე ჩამოწეროთ.
ჩემი აზრით, ოლე გუნარს სიტუაციის დასარეგულირებლად და სასურველი გუნდის მისაღებად ოთხი ან ხუთი სატრანსფერო ფანჯარა დასჭირდება. ამ დროის მანძილზე კი “იუნაიტედი” “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულის”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” უკან იქნება,” – აცხადებს სქოულზი.