გორგოძე: “არ ვიცი, რა გამიკეთებია ასეთი, ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ”
თარიღი: სექტემბერი 4, 2019
საქართველოს ყველა დროის მელელოვე მამუკა გორგოძე ნაკრებს დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს!
35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მას შემდეგ იყო არაერთი მცდელობა, რომ ის ნაკრებს დაბრუნებოდა, თუმცა გორგოძის პოზიცია დღემდე შეუვალი იყო. ის თვლიდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო და ასეც იქცეოდა, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.
შეგახსენებთ, ორივე მორაგბე ‘საუზერნ კინგსთან’ გამართულ გასახურებელ მატჩში დაშავდა – ცუცქირიძემ წვივის მცირე ძვალი გაიტეხა, ოპერაცია დაჭირდა და იაპონიაში ვეღარ მიემგზავრება, ხოლო შარიქაძის სარეაბილიტაციო პერიოდი 3 კვირას გასტანს და გუნდს იაპონიაში პირველ ორ შეხვედრაში, უელსთან და ურუგვაისთან დააკლდება.
შექმნილ სიტუაციაში გორგოძის დაბრუნება აუცილებლობად იქცა. მის ტელეფონზე არაერთი ზარი გაისმა, გადამწყვეტი კი საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის და თავად მორაგბეების თხოვნა აღმოჩნდა, რომელთაც მამუკამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია:
“მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე – გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მართლაც გამორჩეულ ფორმაში იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა, ხელის ჩაქნევა არ ღირს და დარწმუნებული ვარ თავის სათქმელს მომავალში აუცილებლად იტყვის”.
“სამი წლის წინ ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”.
‘ტულონზე’ დამოკიდებული
ითამაშებდა თუ ვერა მამუკა გორგოძე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასზე, მხოლოდ მის და ქომაგთა სურვილზე არ იყო დამოკიდებული. ის პროფესიონალი მოთამაშეა და კლუბთან ვალდებულება აკავშირებს, კლუბში კი დიდი ხანია იცოდნენ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა და განსაკუთრებით მსოფლიო თასის პერიოდში, მისი ეიმედებოდათ.
ნაკრებში დაბრუნების თანხმობასთან ერთად, დაიწყო მოლაპარაკებები ‘ტულონის’ ხელმძღვანელობასთან, რომელიც საბოლოოდ ორშაბათს, 2 სექტემბერს დასრულდა:
“ნაკრებზე წინ გუნდის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. ‘ტულონში’ 3 წელია იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბათ მოხდა ამ პოზიციის შეცვლა. მწვრთნელმა მითხრა, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, როგორი სენსიტიურები არიან ქართველი გულშემატკივრები, მაგრამ თუ გუნდში 3 მეორეხაზელი არ ეყოლებოდა, ვერსად გამიშვებდა. სეზონის სტარტზე კი სულ 2 მეორეხაზელი ვიყავით, რადგან გვყავდა ამ პოზიციის ტრავმირებული მოთამაშე, ტაოფიფენუა საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული. აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი” – დასძენს გორგოძე და ქართველი ქომაგის რეაქციას ეხმაურება:
“მართლა არ ვიცი რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”.
“ვნახოთ რა იქნება მაქსიმუმი”
რადგან გორგოძეს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, ბუნებრივია მას ბორჯღალოსნებთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. სამაგიეროდ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად, ტოპ 14-ის პირველ ორ შეხვედრაში მოედანზე 80-80 წუთი გაატარა და ‘აჟენს’ ორი ლელოც გაუტანა, მაგრამ მამუკა ფრთხილობს:
“სამი წელია გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ, არც მოსამზადებელი ეტაპი გამივლია და დიდია რისკი იმისა, რომ გუნდს ვერ შევეწყო. მინდა ხალხმა სწორად გაიგოს, ჩემი დაბრუნება არაფერს ნიშნავს და მთავარია გუნდი იყოს კარგად. მე ბიჭებს მაქსიმალურად დავუდგები გვერდში და თავს არ დავზოგავ, თუმცა 35 წლის ვარ და რა იქნება ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ ვიტყვი”.
“ის, რომ ტოპ 14-ის პირველ მატჩში ორი ლელო გავიტანე, ბევრს არაფერს ნიშნავს. შეიძლება მთელი თამაში ვერაფერი გააკეთო, მაგრამ საჭირო დროს კარგ ადგილზე აღმოჩნდე და ორი ლელო გაიტანო. მთლიანობაში, ასაკიდან გამომდინარე, ჩემდა გასაკვირად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზეც 80 წუთს ვატარებ, მაგრამ არის ერთი მომენტი – აღდგენა ისე სწრაფად ვერ ხდება, როგორც ადრეულ წლებში”.
“თავს არავინ დაზოგავს”
გორგოძისთვის იაპონიის მსოფლიო თასი მეოთხე იქნება. ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ისტორიული მატჩი გამართა და “დინამო არენაზე” პირველად უმასპინძლა ტიერ1-ის ნაკრებს, შოტლანდიას. შეხვედრა სტუმრებმა 44:10 მოიგეს და ამ შედეგმა ბევრში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მამუკა წინა წლების გამოცდილებას იხსენებს:
“ანგარიში არც მე მომეწონა, რატომ გვქონდა გამარჯვების იმედი? შოტლანდიას ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს, საუცხოო ფორმაშია და ცოტა ხნის წინ საფრანგეთს მოუგო, რომელმაც ზუსტად ვიცი რამდენად სერიოზული ფიზმომზადების ეტაპი გაიარა. ხანგრძლივი და ურთულესი ფიზმომზადების ეტაპი გაიარა ჩვენმა ნაკრებმაც, ამის შემდეგ კი თამაში რთულია. თუ გავიხსენებთ 2015 წლის მსოფლიო თასის წინა პერიოდს, დავმარცხდით ‘ნიუკასლთან’, კანადასთან და იაპონიასთან, მაგრამ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარგი თამაშები გვქონდა. ამ მარცხით არ უნდა განვსაჯოთ და მთავარია მსოფლიოზე ვიყოთ კარგად. გუნდთან ერთად არ ვოფილვარ და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – ვიცი ჩვენი ბიჭების ხასიათი და იაპონიაში ყველა მაქსიმუმს დადებს”.
ბორჯღალოსნები იაპონიაში “დ” ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ და გორგოძე ფიქრობს, რომ წინა შედეგის გამეორება და ორი შეხვედრის მოგება ურთულესი იქნება:
“ავსტრალია და უელსი ჩვენთან ფავორიტები არიან. ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს ფიჯის, რომელიც ის გუნდი აღარაა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოვუგეთ. იოლი თამაში არც ურუგვაისთან გვექნება. სამხრეთ ამერიკელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ შეგვაკვდებიან. მათთანაც 100%-ით უნდა მოვინდომოთ და თავი არ დავზოგოთ, თორემ შედეგის მიღწევა გაგვიჭირდება”.
რაც შეეხება მამუკას სათამაშო პოზიციას, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს, სადაც ამის საჭიროება იქნება:
“სადაც ნაკრებს დავჭირდები, მეც იქ ვითამაშებ და სად დამაყენებენ ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია”.
გორგოძე ბორჯღალოსნებს 8 სექტემბერს, ლონდონის აეროპორტში შეუერთდება და გუნდთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება.
Rugby.GE
მსგავსი სიახლეები
რაგბი
სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი
“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი
მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი
დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი
საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი
ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”
სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი
რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული
27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი
ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი
“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი
რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი
“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”
საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი
მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”
ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე
საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი
ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)
საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა