“რეინჯერსის” ფანის სამარცხვინო საქციელი: “როგორ არის შენი და?”
1 სექტემბერს, შოტლანდიის ჩემპიონატში გლაზგოს დერბი გაიმართა. “რეინჯერსმა” საკუთარ მოედანზე “სელტიკი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, როცა “სელტიკის” კაპიტანი სკოტ ბრაუნი ავტობუსისაკენ მიემართებოდა, მას “რეინჯერსის” რამდენიმე ფანმა შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ-ერთი მათგანისგან ასეთი შეკითხვა გაისმა: “როგორ არის შენი და?”
სკოტ ბრაუნის და, ფიონა 2008 წელს, 21 წლის ასაკში კანის სიმსივნისაგან გარდაიცვალა. “რეინჯერსის” ფანმა, დიდი ალბათობით, ამის შესახებ იცოდა და მეტოქე გუნდის ნახევარმცველის წყობილებიდან გამოყვანა ასე სცადა.
A Rangers fan has reportedly been banned from Ibrox for life after saying to Scott Brown ‘How’s your sister?’ following Sunday’s Old Firm derby.
Brown’s sister died from cancer in 2008.
Some people are sick 😠pic.twitter.com/xUTLh6W5RZ
— GiveMeSport Football (@GMS__Football) September 3, 2019