დემბა ბა: “ვისურვებდი, რომ ყველა ფერადკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს სერია А”
ლონდონის “ჩელსისა” და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი დემბა ბა ფერადკანიან ფეხბურთელებს იტალიის ჩემპიონატის დატოვებისკენ მოუწოდებს. სერია A-ს მეორე ტურში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას “კალიარის” ტიფოზებმა მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს მიმართ რასისტული შეძახილები გამოიყენეს, “ნერაძურის” ქომაგებმა კი გამოაქვეყნეს განცხადებაში, რომელშიც წერია, რომ იტალიაში რასიზმის პრობლემა არ დგას და ამ ყველაფერს ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა გასაღიზიანებლად აკეთებენ.
“აი, რატომ ვთქვი უარი იტალიაში თამაშზე, როდესაც ამის შესაძლებლობა მქონდა. ვისურვებდი, რომ ყველა ფერადკანიანმა ფეხბურთელმა დატოვოს სერია А. ეს, რა თქმა უნდა, სიბრიყვესა და სიძულვილს ვერ დაასრულებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი სხვა რასებს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებენ”, – დაწერა დემბა ბამ საკუთარ მიკრობლოგზე.