მამუკა ჯუღელი: “კვირკველიამ “ლესტერში” წასვლაზე უარი თქვა”
მამუკა ჯუღელი რუსეთში ცნობილი და გავლენიანი აგენტია. მას რუსულ პრემიერ ლიგაში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი მიუყვანია და რუსული ფეხბურთის “რუხ კარდინალადაც” მოიხსებიენ. დღეს ის “ლოკომოტივის” მცველის, სოლომონ კვირკველიას აგენტია და მასზე საინტერესო ინფორმაციები მოყვა.
– კვირკველიამ თქვა, რომ თქვენ “ლესტერს” ესაუბრეთ. რატომ არ წავიდა?
– უარი თქვა, ჩემპიონობა სურდა.
– პრემიერ ლიგაში თამაშს რუსეთში ჩემპიონობა ერჩივნა?
– ეს კვირკველიას ჰკითხეთ. მე ნამდვილად ვამბობ, რომ მან უარი განაცხადა. “კვლავ 6 თვე მსურს დარჩენა, სიომინის ვერ დავაღალატებ, მან ჩემთვის ბევრი გააკეთა. “ლოკოს” ჩემპიონობა მინდა” – ასე თქვა საბამ.
– რამდენი იყო შემოთავაზება?
– 10 მილიონი ევრო. ოფიციალური წერილი გამოგზავნეს.
– საკმარისი თანხა იყო?
– ჩემთვის ის 150 მილიონი ღირს.
– ექნება კვლავ კვირკველიას შანსი ინგლისში წასვლის?
– ის 27 წლისაა და დანებებას არ აპირებს. ვფიქრობ, თავის დროს გაისვრის.
– როგორ ფიქრობ, აქვს კვირკველიას საკმარისი სისწრაფე ინგლისისთვის?
– ყველაზე ამაზე საუბრობს. ერთი ძალიან ძლიერი კაცია “ლოკომოტივში”, გრიგორიჩი ქვია. ძალიან ბევრი რამ იცის ფეხბურთზე და მათ თვალს, როგორც არწივი, ისე ადგამს, ზუსტად წერტილში. წლების წინ მხოლოდ სისწრაფისთვის აიყვანა კვირკველია. თან გახსოვთ როგორ ეთამაშა კვირკველია ბეილს. მუდამ იქ იყო და როცა გაიქცა, შორს არც გაუშვა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სოლომონს ევროპაში უნდა წასვლა?
– მე კიდევ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელზე გეტყვით, რომელიც არ არის მზად რუსეთის დასატოვებლად. ყველამ დაივიწყა ის – გია გრიგალავა. ძალიან სერიოზული მცველი. როცა იყო შეკითხვა, ევროპა თუ “არსენალი”, მან ტულა აირჩია. გრიგალავას 3-4 თვის წინ 2 შეთავაზება ჰქონდა – 1 ბელგიიდან, მე-2 კი საბერძნეთის მაგარი გუნდიდან, გიამ უარი თქვა: “მე არაკომფორტუალდ ვიქნები იქ”.
– არის მოსაზრება, რომ ქართველები არტისტები არიან…
– რა თქმა უნდა და მოედანზეც. ჩვენ გვიყვარს შედევრები, გავაკეთოთ ყველაფერი ლამაზად. მაგიდასთან ჯდომა, მოედანზე ფრენა და ლამაზად ჩაცმა.
– მე სიმულაცია ვიგულისხმე. მაგალითად, ჯიქია – ეს მთელი კონცერტია.
– მე არ ვიცი, რომელი კონცერტს გულისხმობთ. ჯიქია პირველია დღეს. ის ნაკრებში თამაშობს, “სპარტაკის” კაპიტანია და ყველაფერს გულით აკეთებს.
არ ვფიქრობ, რომ ქართველები სიმულაცის მოყვარულნი არიან. თუნდაც კვარაცხელიაც არტისტია, ზურიკო, ასათიანი, აშვეთია – ისინი ყველა ქართველები არიან, მაგრამ მათში სიმულიანტებს ვერ ვხედავ. მე დავინახე თუ რა ლამაზად ეცემიან და პენალტს მოიპოვებენ – დიახ. მე დავინახე როგორ ლამაზად გააქვთ ქართველებს გოლები, როგორც ოქრიაშვილს. ჩვენ გვიყვარს ლამაზი ფეხბურთი და ვიცით როგორ მოვიგოთ მაგრად.