ვინ უნდა შეცვალოს ვაისი?
ყაზახურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ვაისმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების პოსტი დატოვოს და “ასტანა” ჩაიბაროს.
ვაისს კონტრაქტი ზამთარში ეწურება და მისი გახანგრძლივება სექტემბერში და ნოემბერში ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გუშინ საქართველოს ნაკრები 2-2 დაუზავდა სამხრეთ კორეას.
სლოვაკის წასვლის შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ 2 არჩევანი ექნება – მოიყვანოს კვლავ უცხოელი მწვრთნელი ან ქართველი, რომელსაც არც ენის ბარიერი ექნება და უფრო მეტადაც იცნობს ქართულ ფეხბურთს.
კახა ცხადაძის დაბრუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი გულშემატკივარი მის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
შოთა არველაძე “ფახთაქორში” თავს კარგად გრძნობს და არც მას აქვს მეტად კარგი ურთიერთობა დღევანდელ ფედერაციასთან.
გია გეგუჩაძის დანიშვნა ნაკრებში ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა მაშინ არ გამოვიდა და გიამ ჯერ ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, ახლა კი ბათუმის “დინამოს” თავკაცია. “დინამო” ეროვნულ ლიგას ლიდერობს.
გია ცეცაძე და ვასილ მაისურაძე ახალგაზრდული ნაკრებების მენტორები არიან და მათი დაწინაურების განხილვაც შესაძლებელია.
ეს ქართველი მწვრთნელების მცირე ჩამონათვალია, რომლების სახელები აუცილებლად დაიწერება ქართულ პრესაში, თუ ვაისმა წასვლა გადაწყვიტა. უცხოელი მწვრთნელებს შორის, ტორსტენ ფინკე უკვე 71 წლისაა, კლაუს ტოპმიოლერიც აშკარად ასაკშია და მათი კანდიდატურების განხილვა, იმედია, საბოლოოდ დამთავრდა.