გარეტ ბეილი: “გოლფის მოთამაშე ვარ – ეს ზედმეტსახელი ძალიან მომწონს”
მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, გარეტ ბეილი არაერთხელ მოქცეულა ესპანური ჟურნალ-გაზეთების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გოლფისადმი სიყვარულის გამო. უელსის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ბეილმა ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“მე გოლფის მოთამაშე ვარ. სურათები არ გინახავთ? როდესაც კურტუას ამ თემაზე ვესაუბრებოდი, ეგონა, რომ ვეხუმრებოდი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყოველივეს სხვაგვარად უყურებს, თუმცა მე ასეთი ზედმეტსახელი ძალიან მომწონს. დიდებულია.
ფეხბურთი ჩემთვის ნომერ პირველი სპორტია. ფულს სწორედ ფეხბურთის თამაშისთვის მიხდიან და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა როგოც ყველა სხვას მეც მაქვს ჰობი და ეს გოლფია. ამაში ცუდ ვერაფერს ვხედავ.
ხალხი ამაზე ბევრს ლაპარაკობს და ხშირად აზვიადებენ კიდეც, თუმცა ფეხბურთელები ხშირად თამაშობენ გოლფს და დიდ სიამოვნებასაც ვიღებთ. ეს უფრო მამშვიდებს და განტვირთვის საშუალებას მაძლევს, რაც მშვენიერია,” – აცხადებს უელსელი ფეხბურთელი.