ვანდა ნარა: “ჩემთვის, “პარი სენ-ჟერმენი” არსებულთა შორის ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო”
ვანდა ნარამ პრესასთან იკარდის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რატომ აცხადებდა იკარდი მთელი ამ დროის მანძილზე, რომ “ინტერში” აპირებდა დარჩენას.
“ბოლო წუთამდე იმიტომ ვიცდიდი, რომ ვიცოდი – კოზირს ვმალავდი. ამის შესახებ არავინ იცოდა, არც ჩვენმა შვილებმა,” – აცხადებს მაურო იკარდის მეუღლე, რომელიც ამავდროულად მისი აგენტი გახლავთ.
მაურომ მცირე ბარგი ჩაალაგა და დანარჩენი მე მომანდო. ჩვენი შვილები იტალიის სკოლაში სწავლობენ, ამიტომაც ორივეგან ვიცხოვრებთ – მილანსა და პარიზში. სამი ვარიანტი გვქონდა, რომელთაგანაც “პარი სენ-ჟერმენი” ყველაზე ცუდი იყო ჩემთვის.
მიუხედავად უარყოფითი ფაქტორებისა, მე მისთვის საუკეთესო ავირჩიე. არაერთი წინადადება მივიღეთ იტალიური კლუბებიდან, თუმცა უარი განვაცხადეთ.
ჩემი მეგობრების მეუღლეების აგენტობაც შემომთავაზეს, თუმცა უარი განვაცხადე. უბრალოდ არ შემიძლია, რადგანაც იკარდის აგენტობაც ძალიან დამღლელია, მაგრამ ამას სიყვარულით ვაკეთებ,” – აცხადებს ვანდა ნარა.