2 ქართველი ამომავალი ვარსკვლავი რუსეთის ჩემპიონატში
რუსეთში ცნობილი საფეხბურთო აგენტის, მამუკა ჯუღელის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რუსულ პრემიერ ლიგაში კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი, ცოტნე კაპანაძე და პრაღის “სპარტას” 19-წლამდელთა კაპიტანი, ივა გელაშვილი გადავლენ.
კაპანაძე მარჯვენა მცველია და 18 წელი რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა. “რუსთავის” შემადგენლობაში 24 მატჩი გამართა და მუდმივად ძირითადშია.
ივა გელაშვილი ცენტრალური მცველია, 1.89მ სიმაღლით და დიდი სისწრაფით გამოირჩევა. გელაშვილი პრაღაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე “სპარტას” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ტუნირზე მრავალი გამორჩეული ევროპული კლუბი მონაწილეობდა.
მამუკა ჯუღელს ამ ფეხბურთელების წაყვანა რუსეთში სურს, ისე როგორც ეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაში მოხვდა. ახლა ზურიკო და ხვიჩა “რუბინის” ლიდერები არიან, მაგრამ მათ გერმანულ და პორტუგალიურ შეთავაზებებზე მოუწიათ უარის თქმა რუსეთში წასვლის სანაცვლოდ.