გურამ კაშია: “გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ”
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი საქართველოს ნაკრებმა დანიის ნაკრებთან გამართა 0-0 ითამაშა. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გურამ კაშია იყო, რომელმაც კასპერ დოლბერგს გასაქანი არ მისცა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კომენტარი გააკეთა.
“დღეს ტაკტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, განსაკუთრებით წინა ხაზში. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს. პირველ შეხვედრაში დანიასთან პოზიციური შეცდომები დავუშვით, რაც დღეს გამოვასწორეთ, შემართებით დავიწყეთ და რაც მთავარია, გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც გამოჩდნენ, ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს. საერთო ჯამში, პროგრესს განვიცდით. თუ ასეთ დისციპლინარულ და გამართულ ფეხბურთს ვაჩვენებთ, ბელორუსთან მოვიგებთ. მეტი გოლი გვჭირდება, ეს ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ გოლი გვჭირდება”, – თქვა კაშიამ.