კეინი: “მოედანზე სიმულანტობისთვის არასოდეს მიმიმართავს, იმედია, ეს არც დამჭირდება”
“ტოტენჰემის” ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი ირწმუნება, რომ მატჩის მიმდინარეობისას მსაჯისთვის ჯარიმის გამოტყუების მიზნით განზრახ არ წაქცეულა. მიუხედავად ამისა, “დეზების” ლიდერი არაერთხელ გამხდარა სიმულანტობის გამო.
26 წლის ფეხბურთელმა კითხვას, უსიმულანტია თუ არა თამაშის მიმდინარეობისას, ასე უპასუხა: “მოედანზე სიმულაციისთვის არასოდეს მიმიმართავს და იმედი მაქვს, რომ ეს არც დამჭირდება.
მე ის ფეხბურთელი ვარ, რომელიც თავის სხეულს ძალიან კარგად იყენებს. თავდამსხმელისთვის ეს აუცილებელი თვისებაა. მოედნის ცენტრში ყოველთვის ნიშნავენ ჯარიმას, თუმცა ასეთივე შემთხვევაში ყოველთვის ვერ მიიღებ პენალტს.
ხალხს თავისი აზრი აქვს, რაც ბუნებრივია. ასეთი რამ არასოდეს მიცდია. ჩემთვის მთავარი მოედანზე ბოლომდე დახარჯვა და მოგებაა,” – აცხადებს ინგლისის ნაკრების ცენტრფორვარდი.