“მანჩესტერ იუნაიტედი” ევრას მწვრთნელის ლიცენზიის აღებაში დაეხმარა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, პატრის ევრა, კლუბს დაუბრუნდა. ამჯერად, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი “წითელი ეშმაკების” ღირსების დაცვას მწვრთნელის რანგში შეეცდება.
“სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ! მწვრთნელის ფორმის ჩაცმამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა. მადლობა “მანჩესტერ იუნაიტედს” მწვრთნელის ლიცენზიის აღების შესაძლებლობისთვის,” – ვკითხულობთ პატრის ევრას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევრამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება წელს მიიღო. “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის პერიოდში მან ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ოთხჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.