გახდება თუ არა ხაბიბის შვილი MMA-ს მებრძოლი – ნურმაგომედოვის პასუხი
UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი რუსული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ვაჟი სპორტსმენი იქნება. ხაბიბს არ სურს, რომ მისი შვილი MMA-ს მებრძოლი იყოს.
“როცა სახლში მივედი, ჩემ საჩემპიონო ქამართან ერთად ეძინა. ალბათ, მას ჯერ გააზრებული არ აქვს, რას აკეთებს, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო სანახავი იყო. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, მან ის გზა გაიაროს, რაც მე გამოვიარე. ხალხი პროფესიონალურ სპორტს შიგნიდან ვერ ხედავს, ისინი მხოლოდ ფოტოებსა და ვიდეობს ნახულობენ, რომელიც შესაძლოა, 40 წუთს გრძელდებოდეს. ისინი უყურებენ ჩემ ბრძოლებს, მაგრამ არ უნახავთ, რა გამოვიარე 25 წლის მანძილზე. მუხლზე, ზურგზე და ხელზე არაერთი ოპერაცია გავიკეთე. ორი წლის წინ, წონის კლებისას, ლამის მოვკვდი. ხალხი ამ ყველაფერს ვერ ხედავს. ეს ძალიან საშიშია.
მირჩევნია, ჩემი შვილი ოლიმპიური სპორტის სახეობას გაჰყვეს, მაგალითად, კრივს, ჭიდაობას, ძიუდოს. ვნახოთ… დარწმუნებული ვარ, სპორტსმენი იქნება, რადგან ჩვენ ქვეყანაში ძლიერი ბავშვები გვჭირდება. მათ ოჯახისა და ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან, განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთი უფრო ძლიერი ხდება. თავად ვგრძნობ, როცა უფრო ძლიერი ხდები, სხვებს ეს არ მოსწონთ. ქვეყანას ძლიერი ბავშვები სჭირდება, ჩემი შვილი კი ივარჯიშებს”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.
დაღესტნელ მებრძოლს ორი შვილი ჰყავს – ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.