ეროვნული ლიგა – “ტორპედო” ბოლო წამზე გადარჩა, “საბურთალომ” მოიგო
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 2 მატჩით განახლდა. ბოლნისში “სიონმა” მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “საბურთალო” მიიღო და 1-3 დამარცხდა. პირველ ტაიმში “სიონი” დაცვაში საოცრად ცუდად მოქმედებდა და “საბურთალომ” 3 გოლის გატანა მოახერხა. მე-2 ნახევარში მასპინძლებმა მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და 53-ე წუთზე “სიონთაგან” ყველაზე აქტიურმა, რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტის ნიშნულიდან მხოლოდ 1 ბურთის გაქვითა მოახერხა. გია ჭიაბრიშვილმა დაცვა გააძლიერა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
მე-2 შეხვედრაში იმერული დერბი ფრედ, 1-1 დასრულდა. 88-ე წუთზე შოთა კაშიას შესანიშნავი დიაგონალი გიორგი კორიფაძემ ჩამოიღო და გამჭოლი პასით საჯარიმოში ჩიკვაიძე მოძებნა. ჩიკვაიძემ კარგად ჩაკეტა და “ტორპედოს” 16 წლის გოლკიპერს, დავით ასათიანს (დებიუტი ეროვნულ ლიგაში – რედ.) გაუტანა. რამდენიმე წამით ადრე თამაშის დასრულებამდე, კიკნაძემ ჩააწოდა, გადრანი გაფრინდა და შოთა კაშიას თავური დარტყმით მაგარი გოლი გაატანინა.
“საბურთალოს” 50 ქულა დაუგროვდა და თბილისის “დინამოს” 1 ქულით ჩამორჩება. “ტორპედოს” 39 ქულა აქვს, “ჩიხურას” 32, “სიონი” 27 ქულით გასავარდნ ზონაშია. ხვალ “დილა” – “რუსთავი”, “დინამო ბათუმი” – “ლოკომოტივი” ითამაშებენ.
სიონი 1-3 საბურთალო
გოლები: ცაცკრიალაშვილი 53 – გი 1, როლოვიჩი 21, გაბედავა 31
სიონი: ისიანი – ტვილდიანი, ჯაფიაშვილი, თომაშვილი, სუხიაშვილი – ცაცკრიალაშვილი (ჩაჩუა 88), ხმალაძე – ივანიშვილი, უგრეხელიძე (თარხნიშვილი 46), კახაბრიშვილი (თარგამაძე 46) – ტატანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
საბურთალო: კუპატაძე – ჩაბრაძე, სანდოხაძე, კაკუბავა, რეხვიაშვილი – ალთუნაშვილი (ცნობილაძე 55), გორგიაშვილი (ლაკვეხველიანი 55), გი (მარგველაშვილი 66), ყენია, გაბედავა – როლოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
ჩიხურა 1-1 ტორპედო
გოლი: ჩიკვაიძე 88 – გადრანი 93
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე – მარკოზაშვილი, ჩიხლაძე – ჩიტეიშვილი, არდაზიშვილი (კამლაძე 75), მეგრელიშვილი – მუმლაძე (კაპანაძე 90)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო: ასათიანი – ხურცილავა (გრიგალაშვილი 46), მაჩაიძე, გადრანი, ნადარაია, ჩუკურა – ცეცხლაძე, ჭიჭინაძე – დოლიძე (ჩოგაძე 69), ციცქიშვილი (კიკნაძე 73) – კაპანაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი