“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატარება სურს
მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩის გამართვის შესაძლებლობას. როგორც ცნობილი ხდება, ამ ღონისძიებით ფლორენტინო პერესია დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ სტადიონის გავსების შემთხვევაში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდება – საქმე ის გახლავთ, რომ “სანტიაგო ბერნაბეუ” 80 ათას გულშემატკივარს იტევს. ამ რაოდენობის ადამიანი კი საჩოგბურტო მატჩს არასოდეს დასწრებია.
ABC-ის ცნობით, ფლორენტინო პერესმა უკვე გამართა სპეციალური შეხვედრა რაფაელ ნადალთან (რომელიც მადრიდის “რეალის” დიდი გულშემატკივარია) და თავისი იდეა გააცნო.
ჯერჯერობით უცნობია ლეგენდარულ ჩოგბურთელებს შორის გასამართი შეხვედრის თარიღი, თუმცა სავარაუდოა, რომ დაპირისპირება მას შემდეგ გაიმართება, რაც ფედერერი კარიერას დაასრულებს.