ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ზედიზედ მე-5 მოიგო, გორი რუსთავს დაუზავდა
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მე-2 დღე უშუალო კონკურენტების, გორის “დილასა” და რუსთავის “რუსთავს” შორის მატჩით დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და 0-0 დაფიქსირდა. “დილას” რიგებში” ტოგოელ მცველ ბალგუს დებიუტი ჰქონდა, მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე კი ჯერაც პირველ მოგებას ლამობს. “რუსთავი” 30 ქულით მე-7 ადგილზეა, “დილას” 28 აქვს და მე-8-ზეა.
ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მე-5 მატჩში იმარჯვა. ანგარიში მამუჩაშვილმა გახსნა, მე-60-ზე ჯოვინომ კვლავ გაიტანა, 71-ზე კი მამუჩაშვილმა ავტოგოლიც შეაგდო და 3-ვე გოლი ბათუმელების ანგარიშზეა. “დინამომ” 2-1 მოუგო “ლოკოს” და 55 ქულით პირველ ადგილზე გაიმყარა პოზიციები. გეგუჩაძის შეგირდებმა 4 ქულით გაასწრეს თბილისის “დინამოს”, “საბურთალოს” კი 5.
ხვალ ტურს “ვიტ ჯორჯია” – “დინამო თბილისი” დახურავს.
დინამო ბათუმი 2-1 ლოკომოტივი
გოლები: მამუჩაშვილი 36, ფლამარიონი 60 – მამუჩაშვილი 71
დინამო ბათუმი: ალავიძე – გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიზე, ნავალოვსკი – ტეიდი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 76) – ჯოვინო ფლამარიონი (ჯანელიძე 90), რამოსი (თევდორაძე 72), ჯიღაური – დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ლოკომოტივი: ბულისკერია – უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე – დარცმელია, შონია – ჯიქია (ინჯგია 55), მახარობლიძე, კირკიტაძე (შეყილაძე 71) – სიხარულიძე (გოროზია 86)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დილა 0-0 რუსთავი
დილა: ჩოჩიშვილი – ბალგუ, მირცხულავა, ჩადუნელი, გიორბელიძე – ქურდაძე (რაზმაძე 58) – ფორტესი, გაგნიძე (ნონდი 62), კუცია, ნონიკაშვილი (სპანდერაშვილი 90) – გოშთელიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
რუსთავი: მამარდაშვილი – ბუგულოვი, ნოზაძე, გუჯაბიძე – სილაგაძე (თევზაძე 90), ვასაძე, ქოჩლაძე, ლაცაბიძე – სიჭინავა (ძალამიძე 76) – იმნაძე, ქავთარაძე (კიტეიშვილი 90)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია