იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს
მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც რასისტული შეურაცხყოფაა. ბელგიელ ფეხბურთელს პრობლემები შეექმნა “კალიარისთან” მატჩში, როცა ადგილობრივი ფანები მის დამცირებას ცდილობდნენ.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი იტალიური სატელევიზიო შოუს TopCalcio24-ის ჟურნალისტმა, ლუჩიანო პასირანიმ ლუკაკუ შეაქო, თუმცა ისეთი რამ თქვა, რომ მას ეს სამსახურიდან გათავისუფლების ფასად დაუჯდა.
“მასზე ძლიერი არავინაა, ის ძალიან მომწონს. თუ ლუკაკუსთან ერთი-ერთზე დარჩები, მკვდარი ხარ, ეპიზოდი შენი მინდორზე წაქცევით დასრულდება. ერთადერთი გზა მის შესაჩერებლად ასეთია – მიეცი 10 ბანანი საჭმელად”, – თქვა პასირანიმ პირდაპირ ეთერში.
სატელევიზიო შოუს დირექტორმა, 80 წლის ლუჩიანო პასირანი ამ სიტყვების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
Italian pundit Luciano Passirani after praising Romelu Lukaku: “the only way to push him down to the floor is to throw 10 bananas at him.”
The problem runs so deep in Italian football. pic.twitter.com/6e6v1Nc0J3
— Premier League Panel (@PremLeaguePanel) September 16, 2019