WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (408494) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ნევილი: “რაიოლა არა მხოლოდ “იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია”

თარიღი: სექტემბერი 17, 2019

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ ლიდერ პოლ პოგბაზე საუბრისას მისი აგენტი, მინო რაიოლა, საჯაროდ გაკიცხა. ნევილმა თავის ყოფილ კლუბს იტალიელ აგენტთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა ურჩია.

“პოგბას კლუბიდან წასვლა სურს, ეს ფაქტია, რომელიც თავად მან ყველასათვის ნათელი გახადა. მისი აგენტი კი არა მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის”, არამედ მთელი ევროპის სირცხვილია. მათ უნდა შეწყვიტონ რაიოლასთან თანამშრომლობა.

მას არ გააჩნია ისეთი ღირებულებები, როგორიც ამ კლუბს შეეფერება. ჩემი გადმოსახედიდან, “იუნაიტედმა” მასთან მოლაპარაკებები არ უნდა აწარმოოს. ის ყოველთვის ისე ცდილობს ტრანსფერის მოწყობას, რომ დიდი წილი მიიღოს.

პოლ პოგბა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ყოველ კვირა ახალ-ახალ პრობლემებს ქმნის. ეს “მანჩესტერისთვის” დამანგრეველია. სწორედ ამიტომ მიიღო თავის დროზე სერ ალექს ფერგიუსონმა მისი გაშვების გადაწყვეტილება,” – აცხადებს ნევილი.



მსგავსი სიახლეები