ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” დავიდ დე ხეას კონტრაქტი გაუხანგრძლივა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კარის დარაჯმა, დავიდ დე ხეამ, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას “მანკუნიანელების” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ესპანელმა მეკარემ მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა ერთი წლის დამატების პირობით.
ბრიტანულ პრესაში ისიც კი გაჟღერდა, რომ ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად დე ხეას ხელფასი პოლ პოგბასას გაუტოლდება და 290 ათას ფუნტს შეადგენს კვირის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის მეკარე “მანჩესტერ იუნაიტედს” 2011 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით 367 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. “წითელი ეშმაკუნების” რიგებში დე ხეამ ჩემპიონატი, ინგლისის თასი, ლიგის თასი და სამი სუპერთსი მოიგო ევროპა ლიგასთან ერთად.