ზინედინ ზიდანის პირველი კომენტარი “პარი სენ-ჟერმენთან” განადგურების შემდეგ
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში “პსჟ”-მ “რეალი” 3:0 გაანადგურა.
“ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ. თუ ვიგებთ, ყველანი ვიგებთ და თუ ვაგებთ, ყველანი ვმარცხდებით. ინტენსიურობა გვაკლდა, ორთაბრძოლებს ვაგებდით, რამაც ეს შედეგი განაპირობა.
“პარი სენ-ჟერმენმა” ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. ძალიან გაღიზიანებული ვარ ამ შედეგით. მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა, რითიც ჩვენი ანულირება შეძლო. ეს ძალიან ცოტაა.
რაც შეეხება “სევილიასთან” გასამართ მატჩს, ჩვენთვის ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენ უკმაყოფილონი ვართ დღევანდელი შედეგით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრების ნდობა მომდევნო მატჩში მოვიპოვოთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.