საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მერაბ შარიქაძის არყოფნაში, ცენტრში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ სოსო მათიაშვილს, მირიან მოდებაძეს, გიორგი კვესელაძეს, თედო აბჟანდაძეს, ბექა გიგაშვილს, ბექა გორგაძეს, გურამ გოგიჩაშვილს, ბექა საღინაძეს, ოთარ გიორგაძესა და გელა აფრასიძეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ)
2. შალვა მამუკაშვილი
3. ბექა გიგაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. კონსტანტინე მიქაუტაძე
6. გიორგი თხილაიშვილი
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
10. თედო აბჟანდაძე
11. გიორგი კვესელაძე
12. თამაზ მჭედლიძე
13. დავით კაჭარავა
14. მირიან მოდებაძე
15. სოსო მათიაშვილი
მარქაფა:
16. ჯაბა ბრეგვაძე
17. გურამ გოგიჩაშვილი
18. ლევან ჩილაჩავა
19. შალვა სუთიაშვილი
20. ბექა საღინაძე
21. ოთარ გიორგაძე
22. გელა აფრასიძე
23. ლაშა ხმალაძე
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” 23 სექტემბერს უელსს ტოიოტა სიტიში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 14:15 საათზე დაიწყება.